დასვენება თურქეთში
14 Jun 2011 Leave a comment
in დასვენება თურქეთსა და ეგვიპტეში, დასვენება თურქეთში Tags: ალანია, ანტალია, ბელეკი, ბოდრუმი, თურქეთი, კუშადასი, მარმარისი, სიდე, ტეკიროვა, ქემერი
თურქეთი სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს თავის საზღვაო კურორტებზე. მისი სამხრეთი სანაპირო ზოლი გადაჭიმულია ეგეოსის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე მრავალრიცხოვანი კურორტებითა და ფეშენებელური სასტუმროებით, დახვეწილი ინფრასტრუქტურითა და უმაღლესი დონის მომსახურებით. სხვაგან ძნელად თუ იპოვით მსგავს ადგილებს სადაც ასე საოცრად არის ერთმანეთთან შერწყმული მთა, ტყე და ზღვა; ზღვაში ღრმად შეჭრილი მთების ულამაზესი ხედები, ქვიშის პლაჟები სადაც გელით ბევრი თანამედროვე სასტუმრო, უამრავი გასართობი, აქვა–პარკები, დისკოთეკები…